შეშფოთებული ვართ სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით, საკითხს შევისწავლით - სავალუტო ფონდი

გამოქვეყნდა:

"შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით აცხადებს

"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა.  ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ამბობს ჯეიმს ჯონი.

სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს დაამტკიცა, 20 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს. უწყებიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

20 სექტემბერს ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილმაც. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გადადგომას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილება რომელიმე ერთ კონკრეტულ პირზე არაა მორგებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი