პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა მოულოდნელად ჩაინიშნა. უცნობია რაზე მსჯელობენ "ქართული ოცნების" წევრები და გაკეთდება თუ არა განცხადება.
დღეს პარლამენტში 11:45 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12:00 საათზე პლენარული სხდომა.
მანამდე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება არ გაირკვევა. იხილეთ: