პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება არ გაირკვევა.
მისივე განცხადებით, სანამ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, კანდიდატების წარდგენა მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.
"ბოლო 2 დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი, ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს, თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები, შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი. აღნიშნულ ვითარებაში, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატურების წარმოდგენაზე. [...]
სანამ არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა", - თქვა მსხილაძემ.
სხდომაზე კანდიდატები არ მივიდნენ. მმართველი გუნდის შეთავაზეება კომიტეტი ჩატარდეს და კანდიდატებზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღონ.
ცნობისთვის, გუშინ ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტიმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. ეროვნული ბანკი დატოვა პრეზედნტის მრჩველმა, გიორგი ბაქრაძემაც.
ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.