ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ - მედია

გამოქვეყნდა:

მედიის ინფორმაციით, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ და მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს. 

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.

"საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის უთანხმოება უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე. პოლონეთის ადგილი მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს. რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ნაუსედამ

პრეზიდენტის თქმით, საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონისა და თუნდაც კონტინენტის უსაფრთხოებაზე. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უთანხმოება არა მხოლოდ ძირს უთხრის ერთიანობას, არამედ ხელს უწყობს მტრულ პროპაგანდას. პრეზიდენტებმა განიხილეს პოლონეთის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირების პროცედურების გამარტივება და ლიეტუვის გავლით ტრანზიტის გაზრდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრეს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა  და მისმა პოლონელმა კოლეგამ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნისთვის მისაღებ გამოსავალზე იმუშავებენ და კომპრომისს მოძებნიან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი