სად შეკრიბა ეს ნაყარნუყარი ხალხი იმ კაცმა - ელისაშვილი გორის საკრებულოს დეპუტატზე

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გორის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის მიერ ლუკაშენკოსთვის სოლიდარობის გამოცხადებას ეხმაურება. ამ თემაზე პოსტი მან საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და დაწერა - "სად შეკრიბა ეს ნაყარნუყარი ხალხი იმ კაცმა".

გორის საკრებულოს წევრი ოცნებიდან ლუკაშენკოს სოლიდარობას უცხადებს. ეს ნაყარნუყარი ხალხი სად შეკრიბა, სად მოაქუჩა იმ კაცმა. ვააახ, - წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს წევრი, სოსო მუმლაძე ბელორუსში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ალექსანდრე ლუკაშენკოს სოლიდარობა გამოუცხადა.

სოსო მუმლაძემ ლუკაშენკოს მხარდამჭერი პოსტი Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. მუმლაძე მმართველი გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ბელორუსში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსირა. "მთავარმა" სოსო მუმლაძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი