ეროვნული ბანკი და გაუფასურებული ლარი | რატომ დაამტკიცა "ოცნებამ" პრეზიდენტის მიერ უკან გაწვეული კანდიდატები

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუფასურების მორიგი მცდელობა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების ფონზე "ქართულმა ოცნებამ" ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები თვითნებურად და საკუთარი ინტერესების შესაბამისად დანიშნა, რითიც სრული კონტროლი დაამყარა მთავარ ფინანსურ ინსტიტუტზე.

პრეზიდენტმა დღეს საგანგებოდ განაცხადა, რომ ნათია თურნავას უკანონო გადაწყვეტილებების გამო, პროტესტის ნიშნად მან ეროვნული ბანკის საბჭოს ორივე კანდიდატურა პარლამენტიდან გაიწვია, რაც წესით იმას ნიშნავდა, რომ შერჩევვის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" საკითხი კენჭისყრაზე მაინც გაიტანა და ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოში დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები დილით მისმა საპარლამენტო მდივანმა გაახმოვანა, რომელიც აცხადებდა, რომ პრეზიდენტისთვის გაუგებარია, ვის ემსახურება ახლა ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი