ჩვეულებრივად ცხოვრობდა, უცებ ვილა, მანქანა, საიდან?! - ვინ არის გორის დეპუტატი სოსო მუმლაძე, რომელიც ლუკაშენკოს სოლიდარობას უცხადებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსანი, რომელიც მინსკში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს სოლიდარობას გამოუცხადა, სოსო მუმლაძეა.

მუმლაძე "მთავარის" კითხვებს გაურბის და დილიდან იმალება. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც სამსახურში ჩნდება. ჩვენმა კორესპონდენტმა სკანდალური პოსტის ავტორს მშობლიურ სოფელ ძევერაში ჩააკითხა, რომლის მოსახლეობამაც მას 2017 წელს ნდობა გამოუცხადა და ვისი მხარდაჭერითაც ის გორის საკრებულოში მოხვდა.

ადგილობრივების ვარაუდით, სკანდალური პოსტით მუმლაძე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდა.

ჩვეულებრივად ცხოვრობდა, უცებ ვილა, ბასეინი, მანქანა ნაირ-ნაირი ფირმის... აი, საიდან?! განა რამდენი აქვთ ამათ ხელფასი, სადაც მუშაობენ, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ქალი.

შეგახსენებთ, რომ სოსო მუმლაძემ ლუკაშენკოს მხარდამჭერი პოსტი Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. მუმლაძე მმართველი გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ბელორუსში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსირა. 

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი