
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ისევ იმეორებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოების დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება სიცრუეა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ ვერტმფრენი ნამდვილად 3 საათში ჩაფრინდა შოვში, თუმცა სამაშველო ოპერაცია მომხდარიდან ნახევარ საათში დაიწყო.
"ნახევარ საათში ჩავიდა ჯგუფები, პირველი ჯგუფი, მეორე ჯგუფი, შემდეგ დაემატა ამბროლაურის, ონის ჯგუფები, და სამ საათში ჩაფრინა ვერტმფრენი, გეთანხმებით. ეს ოპერაცია მაშინ იწყება ვერტმფრენი რომ ჩაფრინდებოდა, თუ ცოცხალი ძალა იწყებს ღონისძიებას, ვერტმფრენზე რატომ გაქვთ აქცენტი მაინც და მაინც, ვერტმფრენის ჩაფრენიდან იწყება ოპერაციის ათვლა, ეს არის არასწორი. ვერტმფრენი საერთოდ ვერ ჩაფრენილიყო შეიძლებოდა, ამინდი არ ყოფილიყო, და ემუშავა იქ ტექნიკას, რეალობა ეგ არის და გინდათ რომ სიცრუეში შეიყვანოთ ადამიანები, არ შეიძლება უბრალოდ მაგის თქმა, დაიწყო ღონისძიება ზუსტად ნახევარ საათში, 28 წუთში და არა სამი საათის დაგვიანებით. ვერტმფრენები რატომ ვერ ჩაფრინდნენ, კიდევ გითხარით, მძიმე ტექნიკას, ბატონო გიორგი, ახლა ერთ საათში ხომ ვერ აუყვანდი იმხელა რაჭაში ხომ?! ტექნიკა ავიდნენ, ჩვენი მაშველები ავიდნენ და ხალხი გადაჰყავდათ უსაფრთხო ადგილას, ამოიყვანეს შემდეგ ტექნიკა და ტექნიკამ დაიწყო მიწის გადამუშავება", - თქვა გომელაურმა.
იხილეთ ასევე:
შეგახსენებთ, რომ რაჭაში, შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 32 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი პირის ცხედას ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვები.