ფრანგულმა კომპანიამ პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდოს - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება ფრანგულ კომპანიასთან 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა და პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ.

"რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ...კიდევ გაგიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ფრანგულ კომპანიასთან "ეარბას ჰელიკოპტერთან" ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 19 დეკემბერს. შვეულმფრენები, რომელსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო-სატრანსპორტო-სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ და შემდეგ უკვე დანარჩენი ორი," - განაცხადა გომელაურმა პარლამენტში.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტი შოვის ტრაგედიის საკითხზე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენს. 
გომელაური კვლავ ამტკიცებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოების დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება სიცრუეა.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი