მთავრობა მარტო შსს არ არის, თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა შეესყიდათ და გაჩერდა ეს თემა - გომელაური ვერტმფრენებზე

გამოქვეყნდა:

მთავრობა მარტო შსს არ არის - ასე პასუხობს შს მინისტრი ოპოზიციის შეკითხვებს ვერტმფრენების შესყიდვასთან დაკავშირებით. პარლამენტში მიმდინარე ინტერპელაციაზე, სადაც გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებითაა დაბარებული. გომელაურმა განაცხადა, რომ ვერტმფრენები თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა შეესყიდათ:

"მთავრობა მარტო შსს ხომ არ არის. გითხარით, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროსთვის, უნდა შეესყიდათ და გაჩერდა ეს თემა. შსს  ყიდულობდა თურმე ვერტმფრენებს, რომლებიც თურმე გადაარჩენდა ხალხს. მეორე, ორი ვერტმფრენი სრულიად საკმარისი იყო იქ და რომ იძახით, ღამე დაასრულეს მუშაობა ვერტმფრენებმა  და არა მეხანძრე - მაშველებმა და ნუ ურევთ ერთმანეთში, დავასრულეთ მუშაობა ერთხელ ვთქვით და ახლა ვიძახით, რომ ღამე გავათენეთ და ვიმუშავეთ. ვერტმფრენებმა დაასრულეს და არა მაშველებმა" - თქვა გომელაურმა 

პარლამენტში მოსმენაზე გომელაური ისევ ამტკიცებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოების დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება სიცრუეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი