ენმ-ის დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ დეპუტატი ნაცემია. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.
ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. შელაპარაკება "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარ დეპუტატსა და ირაკლი ეძგვერაძეს შორის მალევე გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში. ვითარების განმუხტვა მხოლოდ მანდატურების ჩარევისა და სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ გახდა შესაძლებელი.