შოვის ტრაგედია - გომელაურის თავის მართლება და განმარტებები პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ვახტანგ გომელაურის განმარტებები შოვის ტრაგედიაზე. პარლამენტში მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გაამართლა ყველა ბრალდება რომელიც მის მიმართ ოპოზიციას ჰქონდა. რატომ დაიგვიანეს მაშველებმა, რატომ შეწყდა ოპერაცია ღამით, რატომ არ ვითხოვეთ დახმარება მეზობელ ქვეყნებში და რატომ არ იყო ადგილზე წინასწარი შეტყობინების სისტემა. ეს იყო მთავარი კითხვები, რომლებზეც ხელისუფლების ოპონენტები მინისტრისგან პასუხებს  იმდენად მწვავედ ითხოვდნენ, რომ ვახტანგ გომელაური იძულებული გახდა თავი ემართლებინა. 

პარალელურად, მინისტრის მიმართ  ახალი ბრალდებებიც გაჩნდა. ფეესბეს აგენტობაში დადანაშაულებული ყოფილი მთავარი პროკურორის სკანდალის ფონზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გომელაურის არანაკლებ სკანდალური ისტორია გაახსენეს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე წლის წინ, ვლადიკავკაზში გომელაურის და რუსეთის ფეესბეს ხელმძღვანელის, პატრუშევის შეხვედრის შემდეგ, თავად შინაგან საქმეთა მინისტრიც კრემლის გავლენის ქვეშ მოექცა. გომელაურს ხაბეიშვილისთვის ამ საკითხზე არ უპასუხია. შს მინისტრმა პარლამენტი უკომენტაროდ დატოვა.

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი