სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

​უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინელების მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 16 დაშავდა.

როგორც კირილ ბუდანოვმა განაცხადა, დაშავებულებს შორის არიან რუსი გენერლებიც. მათ შორის გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ რომანჩუკი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა; შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცეკოვი - ის უგონო მდგომარეობაშია. 

თუმცა, ბუდანოვი არ ადასტურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის, სავარაუდო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ​მისივე თქმით, დაშავებული რიგითი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დრომდე დგინდება.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა 22 სექტემბერს განხორციელდა. ადგილზე მყოფების მიერ გავრცელებული ვიდეოების თანახმად, შტაბს, სულ მცირე, ორი რაკეტა მოხვდა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი