
უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ რომ დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო თავდასხმა უკრაინამ განახორციელა.
უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განმარტებით, თავდასხმა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.
"22 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული თავდასხმა განახორციელეს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ვკითხულობთ შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვას ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.