თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულების გათავისუფლებასა და მოძალადეების დასჯას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში მომხდარ თავდასხმისას დაკავებული ოპოზიციონერების  დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და მოძალადეების დასჯას მოითხოვენ.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა, რადგან მმართველი პარტია სწორედ ძალადობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ცდილობს დააშინოს ოპონენტები და შეინარჩუნოს ძალაუფლება.

"კითხვები გვაქვს როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატებთან, იმიტომ, რომ ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც დაიწყო საკრებულოში და კრიტიკულ აზრს მოჰყვა ეს ყველაფერი. ასევე, გვაქვს კითხვები სუს-თან, პოლიციასთან, კახი კალაძესთან. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს არა მხოლოდ შემსრულებლები, ან ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეები, სუს-ის ნასედკები, არამედ დაისაჯოს ყველა დამკვეთი. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გუშინ დაპატიმრებული ადამიანები," - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გუშინ საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს.

თავდასხმას თბილისის საკრებულოში 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.

ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი