კადრებში კარგად ისმის, "დამთავრდა თქვენი დრო", მე გამისწორდნენ პოლიტიკური ნიშნით - ირაკლი ეძგვერაძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი ეძგვერაძე "შაბათის მთავარის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას გუშინ, მასზე მომხდარი ორგანიზებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ის საკრებულოში დაწყებული დაპირისპირების გაგრძელება იყო.

კადრებში კარგად ისმის, რომ მე გამისწორდნენ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, საკრებულოში დაწყებული ამბით და ზარნაძე და ზემოთ და ზემოთ რომ დგანან მათი დაკვეთით მოხდა ეს ყველაფერი და კადრებში ძაან კარგად ისმის, რომ "დამთავრდა თქვენი დრო" და რომ დაგვაგდეს ძირს და გვირტყამდნენ კონკრეტული ადამიანები, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ნიკა მელიას, პარტიას და ყველას" ამბობს ეძგვერაძე საავადმყოფოდან პირდაპირი ჩართვის დროს. 

რაც შეეხება თავდამსხმელებს, ეძგვერაძის თქმით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ტატო ხუნდაძე, რომელიც მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნების დროსაც ძალადობდა "ოცნების" პოლიტიკურ ოპონენტებზე გლდანში.

შეგახსენებთ, ეძგვერაძეზე თავდასხმის ბრალდებით 6 პირია დაკავებული, მათ შორის, ტატო ხუნდაძე, რომელიც საჯარო მოხელეა,  დედაქალაქის ერთ-ერთ გამგეობაში მუშაობს.

იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი