
"თურმე შეიძლება ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და პოლიცია ვერაფერს ვერ ხედავდეს",- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაონის" წევრი ბაჩო დოლიძე გლდანში მომხდარზე საუბრობს. მედიასთან კომენტარი მან საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მისი, ნიკა მელიასა და ზვიად კუპრავას პროცესი მიმდინარეობდა.
ბაჩო დოლიძის თქმით, "ერთ წელიწადში ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები, ან გადავარჩენთ ქვეყანას ან წრეზე ვივლით".
"ცხოვრებაში, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არასოდეს არ ვეგუებოდი უსამართლობას და არ შევეგუები ამ უსამართლობას. ის რომ დღეს ჩვეულებრივად სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობენ თბილისში, ეს არის შემდგარი ფაქტი. ის რომ პოლიცია ვერ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ან, უარეს შემთხვევაში, არ რეაგირებს, ესეც შემდგარი ფაქტია. თურმე ასე შეიძლება, რომ 60 ადამიანი ბავშვების, საკუთარი ოჯახის თვალწიმ ასე დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და ამ დროს პოლიცი ვერაფერს ვერ ხედავდე", - ამბობს დოლიძე.
ცნობისთვის, ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი 23 ოქტომბრამდე გადაიდო. შეგახსენებთ, ენმ-ის სამი წევრი, გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.