"თამარს აბულინგებდა" - ლობჟანიძე ZAG-ის დირექტორის წინააღმდეგ 

გამოქვეყნდა:

შსს-ში გამოკითხვაზე საკუთარი ნებით დღეს კიდევ ერთხელ მივიდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს. 

ლობჟანიძე კომპანია ZAG-ის დირექტორს, ნიკა გეჯაძეს თამარის ბულინგში ადანაშაულებს და მის დაკითხვას მოითხოვს. ლობჟანიძის თქმით, ამის საფუძველს მას ის წერილი აძლევს, რომელიც გეჯაძემ თავად გადასცა გამოძიებას, თუმცა უცნობია ნამდვილად იყო თუ არა ის თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილი.

გარდა ამისა, ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ მან არაფერი იცოდა თამარ ბაჩალიაშვილის პოლიტიკური თავშესაფრით დაინტერესებაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გუშინ, 16 აგვისტოს "მთავარ აქცენტებში" გახდა ცნობილი.

ნიკა გვარამიასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს, ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი თეონა ყურუა ამბობს, რომ ბაჩალიაშვილი პოლიტიკური თავშესაფრისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ეკითხებოდა და ეუბნებოდა, რომ ამისთვის "საკმარისი საფუძველი" და შესაბამისი მტკიცებულებებიც ჰქონდა.

რაც შეეხება დაკარგულ "ფლეშკებს" ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის დოს ექსპერტიზას ესწრებოდა, ამბობს რომ იქ მეხსიერების ბარათები არ უნახავს, იყო მხოლოდ კომპიუტერი და დამტენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი