ოდესაში ნანგრევების ქვეშ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, ოდესის ოლქში ნანგრევების ქვეშ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.

​მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა ოდესაზე იყო "საპასუხო მოქმედების პათეტიკური მცდელობა". უწყება ამბობს, რომ კრემლმა რუსეთის შავი ზღვის ფოლტის შტაბ-ბინაზე უკრაინის თავდასხმას უპასუხა.

ცნობისთვის, 25 სექტემბრის ღამეს რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესის პორტის ინფრასტრუქტურას. თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საზღვაო ტერმინალის შენობა და სასტუმრო, განადგურდა მარცვლეულის მაღაზიები, დაზიანდა საწყობის შენობები.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი