უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით რუსები თავს დაესხნენ ოდესის პორტის ინფრასტრუქტურას. უწყება ამბობს, რომ თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საზღვაო ტერმინალის შენობა და სასტუმრო, განადგურდა მარცვლეული, დაზიანდა საწყობების შენობები.
ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი ოდესის გარეუბანშიც.
აფეთქების ტალღებმა რამდენიმე სახლში მინები ჩაამსხვრია, ერთი ქალი დაშავდა, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.