გლდანში ოპოზიციონერებზე თავდამსხმელების ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

გლდანში მომხდარი თავდასხმისას დაკავებული 6 პირის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას მათი პატიმრობაში დატოვების შესახებ, 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო ბრალდებას მტკიცებულები ვერ ადასტურებს.

''მათ თქვეს, რომ ამ ბიჭებს მიაყენეს თუ არა არ იციან, ამაზე გამოძიება ვერ გვცემს პასუხს. მე რა უფლება მაქვს ვილაპარაკო?! ისინი ამბობენ, რომ დიახ, იყო აურზაური, შემოგვივარდნენ. ჩემს კითხვაზე - ბატონი ტატო პირადად შეგეხოთ?  - არა. რას აკეთებდა ბატონი ტატო, ვინმეს ურტყამდა? - არ დამინახია. აქედან გამომიდნარე, გამეცით პასუხი, გამოძიებამ მითხრას ვინ გალახა ეს ხალხი და მე აქ ვარ'' - ამბობს უფლებადამცველი.

პროკურორი კი ამბობს, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები რომ ბრალდებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს და კიდევ ერთი გარემოება არსებობს, რომ მათ სურდათ ქვეყნის დატოვება. 

ოპოზიციონერი დეპუტატის ცემის ფაქტზე დაკავებული ექვსივე პირი რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან პენიტენციურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, სასამართლოს შემდეგი პროცესი, 16 ნოემბერს 12 საათზე ჩაინიშნა. სწორედ ამ დღეს იმსჯელებს მოსამართლე, არსენ კალატოზიშვილი აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ექსვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ''ბ'' და ''გ'' ქვეპუნქტებით ( ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასხელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი