გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, ოპოზიციონერებზე თავდასხმაში ბრალდებული ექვსივე პირი რთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მომდევნო სასამართლო პროცესი 16 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება. 

მანამდე სასამართლო პროცესზე გამოკითხეს დაზარალებულებიჯაბა ზარასპაშვილი და დათო დანელია. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც, თუმცა დანელიამ თქვა, რომ ვერცერთის ამოცნობა ვერ შეძლო, რადგან რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდებოდა.

"40 ან ორმოცზე მეტი დაახლოებით [ადამიანი იყო] თავი მტკივა, არც მინდოდა მოსვლა, უბრალოდ არ შეიძლებლოდა, რომ არ მოვსულიყავი. გათიშული მე ვიყავი, მანქანასთან რომ ვგდივარ", - თქვა დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ექვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი