"ვერ ვხედავ ობიექტურ გამოძიებას... ეს არის დაჭერა დაჭერისთვის", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" და გლდანში თავდასხმისას დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე "მთავარ არხთან" საუბრობს.
მე ვერ ვხედავ ობიექტურ გამოძიებას, არ მაქვს იმედი, რომ გამოძიება მივა ბოლომდე. არც იმის იმედი მაქვს, რომ რეალურად მოხდება ამ პირების დასჯა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა 6 ადამიანი დაიჭირეს, ვინ არიან ეს ადამიანები, როცა ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან და 40 ადამიანი და 40-ზე მეტი, მეზობლები, თვითმხილველები მეუბნებიან, რომ 40 ადამიანზე მეტი იყვნენ. კიდევ ვერ დავინახეთ ჩვენ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო შემოვარდნილი. დაგვაგდეს, წიხლებით შეგვდგნენ და გვეძახდნენ, თქვენი დრო მორჩა. ათას სიბინძურეს გვაძახებდნენ. ნიკა მელიას აგინებდნენ, მესამე პრეზიდენტს აგინებდნენ, თქვე ნაციონალებო... რავი, ათას რამეს იძახდნენ და მე ვერ გავიგე მართლა... ახლა ჩვენ "ლაივში" ვართ და მინდა საზოგადოებას, მოსახლეობას დავანახო 112-ის კამერა, რომელიც პირდაპირ უყურებს ყველაფერს, როგორ შემოვარდნენ და როგორ გადიოდნენ ათეულობით მანქანა, როგორ იგინებოდნენ და კადრებშიც კარგად ჩანს ხო ყველაფერი, ეს ადამიანები... ეს არის დაჭერა დაჭერისთვის, რომ მოსახლეობას, საზოგადოებას დაანაახონ, რომ აი, რაღაც გავაკეთეთ..., - ამბობს ეძგვერაძე.
იხილეთ ასევე: