
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს მათ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 38 დრონიდან 26 გაანადგურეს. მათი თქმით, "შაჰიდის" ტიპის დრონების გაშვება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დაფიქსირდა.
სამხრეთში ღამის თავდასხმის დროს განადგურდა 22 "შაჰიდი": 10 ოდესის ოლქის თავზე, 3 ხერსონის ოლქში, 6 ნიკოლაევის ოლქის თავზე და 3 კიროვოგრადის რეგიონში, ასევე გამთენიისას, კრივოი როგში ბალისტიკური რაკეტა აფეთქდა.
ამასთან, უკრაინული მედია იტყობინება, რომ რუსეთმა კვლავ ოდესის პორტსა და ინფრასტრუქტურას შეუტია. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი.
25 სექტემბრის საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, რაკეტა მოხვდა ქალაქ მიკოლაივსაც, დარტყმა გარეუბანში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე განხორციელდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ნახეთ: