კაცმა, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, თვითდაზიანებები მიიყენა - ის კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

კაცი, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, კლინიკაშია გადაყვანილი. მან თვითდაზიანებები მიიყენა და მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოშია 15 წლის გოგოც, მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ცოლ-ქმრის კიდევ ორი შვილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი