
საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ნათია თურნავას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი დაიმატა:
„ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ჩამოიშალა ეროვნული ბანკი და საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თურნავას ეს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდა 80 მილიონ დოლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ აიწია, გაიზარდა და ლარი გაუფასურდა, კიდევ უფრო არ გაუფასურებულა, ერთი ეს გადაწყვეტილება 80 მილიონი დოლარამდე დაჯდა. ფარცხალაძისთვის კონკრეტული შეღავათის გაკეთება 80
მილიონ დოლარამდე დაჯდა. ამასობაში, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება სუს-ის კონტროლის გაძლიერებას ეროვნულ ბანკში და კონკრეტული ეს გადაწყვეტილებებიც მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, თანამშრომლებზე კონკრეტულად მიუწვდებოდეს ხელი უკვე სუს-სს, ბატონ ლილუაშვილს, რომელიც ახორციელებს მამაოების, პოლიტიკოსების, პედაგოგების თვალთვალს და მიყურადებას. საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული და კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას. ეს ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს სუს-ს, ანუ ბიძინას
უსაფრთხოების სამსახურს და სწორედ ამიტომ, რომ შემდეგში ასეთი „გაურკვევლობა“ არ მოხდეს, ამიტომ ეცდება სუს-ი თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ეროვნული ბანკი. ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ეროვნულ ბანკს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ნათია თურნავამ, უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა აქამდე ეროვნულ ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა. ღუღუნიშვილი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ამ თანამდებობაზე კი ის
კონკურენციის სააგენტოდან გადაყვანილმა გიორგი ფერაძე შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ თურნავას აქამდე ერთადერთი მრჩეველი ყავდა ეკონომიკის საკითხებში, თუმცა გიორგი ბაქრაძე თანამდებობიდან მიდის, რისი მიზეზიც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება აღმოჩნდა.