SBU-ს სპეცოპერაცია კურსკის ოლქში - ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, 7 დასახლება უშუქოდ დარჩა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურმა [SBU] რუსეთში, კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში, ელექტროქვესადგურზე თავდასხმა განახორციელა. შედეგად, რეგიონის შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას UNIAN-ი SBU-ს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"კურსკის რაიონის სოფელ სნაგოსტში მდებარე ელექტროქვესადგურზე სპეცსამსახურის დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. შედეგად შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა...

რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ისინი აპირებენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის გაგრძელებას, მკაცრ პასუხს მიიღებენ. ჩვენი რესურსები ამის საშუალებას გვაძლევს", - აცხადებს წყარო უსაფრთხოებიდან.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი