ელექტროენერგიის 80% -ზე მეტს საქართველო რუსეთისგან ყიდულობს - "ქართული ოცნების" რუსული კურსი

გამოქვეყნდა:

რუსეთისთვის საქართველო სულ უფრო მიმზიდველი პარტნიორი ხდება. ქართლი ოცნების ხელისუფლების პოლიტიკით რუსი ინვესტორებისთვის გარემო იმდენად მიმზიდველი გახდა, რომ ინვესტიციები, ენერგო იმპორტი და სხვა ტიპის ბიზნეს აქტივობა კრემლთან დაკავშირებულ მეწარმეებთან სულ უფრო იზრდება. ოფიციალური სტატისტიკა და კვლევები ადასტურებს, რომ ბოლო წლებში თითქმის 7-ჯერ არის გაზრდილი რუსული ინვესტიციების ნაკადი და 80%-ს გასცდა ენერგოდამოკიდებულება ოკუპანტ სახელმწიფოზე. 

ქართული ოცნება ამ ნაბიჯებს შეგნებულად დგამს - მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ ავითარებენ ბიზნეს ურთიერთობას კრემლთან და ამის მთავარ არგუმენტად კვლავ ეკონომიკური სარგებლიანობა სახელდება. თუმცა პოლიტიკური რისკების განსაზღვრას მმართველი პარტიის ლიდერები ყოველთვის თავს არიდებენ და ამას არამხოლოდ ხელისუფლების ოპონენტები, არამედ დასავლელი პარტნიორების ამჩნევენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი