"არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ" - ადა მარშანიამ ხუნდაძეს კომენტარი შეაწყვეტინა

გამოქვეყნდა:

გმირთა მემორიალთან "ხალხის ძალის" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ადა მარშანია მივიდა და ინტერვიუ შეაწყვეტინა - "პარლამენტი ქვეყნისა, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია, არც ერთხელ თავის სხდომაზე არ იხილავს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხს. ეს ნორმალურია? არ გაცდით ინტერვიუს ჩაწერას, არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ არის სისულელე, ხელის შეშლა არის თქვენი ყოფნა პარლამენტში" - მიმართა მარშანიამ ხუნდაძეს.

შეგახსენებთ, გმირთა მემორიალთან დღეს პრემიერ ღარიბაშვილთან დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გასაუბრება სურდათ, თუმცა ღარიბაშვილმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მათთან არ მივიდა, რასაც ხალხის უკმაყოფილება მოჰყვა.

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი