საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება - იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშები გაფართოების შესახებ 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

"ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება", - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

21 ივნისს გამოცემა EURACTIV-მა მოიპოვა და გაავრცელა ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სამეულის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ, რომელიც შუალედურ ზეპირ მოხსენებას აერთიანებს.

"უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების მხრივ კარგ წარმატებას მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მუშაობას მომდევნო თვეებში დაასრულებენ, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო საქართველოსგან," - წერია ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ტექსტში.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 12-დან შესრულდა სამი რეკომენდაცია. ესენია:  გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება  და სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესის პირობებში დანიშვნა. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი