
ფარცხალაძის რელიგიური საქმიანობით არ დავინტერესებულვარ - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე რომან გოცირიძის შეკითხვაზე, იბეგრება თუ არა ეკლესია, რომელიც ფარცხალაძემ წყნეთში, მისივე კუთვნილ მიწაზე ააშენა.
როგორც კაკაურიძე ამბობს, დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება და ის ქონების გადასახადს იხდის, თუმცა არ იცის, მის კუთვნილ ქონებათა ჩამონათვალში არის თუ არა ეკლესია.
მღვდელიც მისია თუ საპატრიარქოსი?...
თუ ეს არის ეკლესია, რომელიც გათავისუფლებულია კანონმდებლობით, არ იბეგრება, თუ ეს არის შენობა, რომელსაც რასაც მინდა დავარქმევ, მაშინ იბეგრება... მე არ დავინტერესებულვარ არც ფარცხალაძის და არც სხვა ადამიანების რელიგიური მისწრაფებებით" ამბობს კაკაურიძე.
ცობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დღეს პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფ “ევროოპტიმისტებს“ 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე შეხვდა.