"20 მლნ გვიჯდება 700 დამატებითი სპეცრაზმელის შენახვა, იმისთვის რომ გვცემონ" - ძალოვან უწყებებს დაფინანსება ეზრდებათ

გამოქვეყნდა:

2024 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაფინანსება ეზრდება. ლილუაშვილის უწყება, ბიუჯეტიდან დამატებით 180 მილიონს მიიღებს.  ორმაგდება შსს-ს დაფინანსებაც. ძალოვანი უწყებებისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხი პარლამენტში განიხილეს. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებს  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო.   

შინაგან სამინისტროსთან მიმართებაში გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ 3 ვერტმფრენის შეძენას აპირებენ და თანხები სწორედ ამ მიმართულებით გამოიყო. მისივე თქმით, ფული სხვა ტექნიკის შეძენასაც მოხმარდება. 

''შეკვეთილია სამი ვერტმფრენი და ჯამში ეს სამი ვერტმფრენი არის 80 მლნ ლარის. თითქმის არც ერთ მუნიციპალიტეტში სამაშველო სამსახურის აღჭურვილობა არ არსებობდა და იყო დაახლოებით 30 -40 წლის წინანდელი ტექნიკა.'' - თქვა კაკაურიძემ. 

ხატია დეკანოიძემ გიორგი კაკაურიძეს ასევე ჰკითხა, რატომ გაჩნდა შსს-ში დამატებითი 700 სპეცრაზმელის შტატი. კაკაურიძემ აღნიშნული საჭიროებით გამოწვეული მოთხოვნით გაამართლა. 

"როგორ შეიძლება პოლიციელმა, პატრულ- ინსპექტორმა არჩინოს ოჯახი. თქვენ 700 ადამიანს ამატებთ კიდევ. ხელფასები მოგემატებინათ ამ ხალხისთვის.  რატომ ამატებთ 700 კაცს. 20 მილიონი გვიჯდება 700 დამატებითი სპეცრაზმელის შენახვა, იმისთვის რომ გვცემონ.'' - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ 

ცობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დღეს პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფ “ევროოპტიმისტებს“ 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე შეხვდა.   

 “ევროოპტიმისტები" ასევე დაინტერესდნენ პრემიერის დაპირებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის - სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონს ბიუჯეტიდან გადავიხდით, თქვა რომ ვალი ჩამოეწერებათ - თქვა კაკაურიძემ

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი