საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საფრთხის ქვეშაა. დონორმა ორგანიზაციამ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აღდგება თუ არა პროექტი, რომელიც საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პროგრამის შეჩერების საკითხი ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენების პარალელურად დადგა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე დღეს ცდილობდა ოპონენტების დარწმუნებას, რომ პროექტის შეჩერება არ უკავშირდება ნათია თურნავას სკანდალურ გადაწყვეტილებას. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტს და სრულიად საბანკო სექტორს ოთარ ფარცხალაძის ქონების გადასარჩენად კანონში შეტანილი ცვლილებები დიდი პოლიტიკური ფასი უკვე დაუჯდება.