ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს და წერს, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები", - თქვა თურნავამ.
ბანკების ხელმძღვანელებმა კი აღნიშნეს, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ერთგულნი იქნებიან და მათთვის ასეთი ტიპის სამუშაო რეჟიმი მოსაწონია.
ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის თქმით კი მათი მთავარი მიზანი, რეგიონის მასშტაბით გამორჩეული საბანკო სისტემის გაძლიერებაა. განხილული საკითხები კი საპროცენტო განაკვეტის შემცირებას მოხმარდება რაც პირველ რიგში ბიზნესს წაადგება.