ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

სარჯველაძე ამტკიცებს, რომ  საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, მოლაპარაკებები არ გამართულა.

'გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებებს ადგილი არ ჰქონია,თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციულ თანამშრომლობაში... როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, აღმოაჩენთ ძალიან მარტივად, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია...ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს", - თქვა სარჯველაძემ. 

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა აღიარება საერთაშორისო მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ კრემლი მოლაპარაკებას პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, უშუალოდ ქართულ ოცნებასთან აწარმოებდა. 

იგივე დაადასტურა "მთავართან" საუბარში, დუმის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი