რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება რეკორდულად გაიზარდა - 6 თვეში ფულადმა გზავნილებმა 2 მილიარდს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

რეკორდულად გაზრდილი დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე და ენერგო-მატარებლებით შანტაჟის ახალი მცდელობა. ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის  მძიმე შედეგების შოკური ეფექტი უკვე აისახა საწვავის ფასზე, თუმცა დამოკიდებულება ოკუპანტი ქვეყნის იმპორტზე იმდენად მაღალია, რომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, უახლოეს თვეებში ფასების ზრდას პირველადი მოხმარების ყველა პროდუქტზე.  

ბოლო  6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი ნაკადის დინებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს სულ უფრო დამოკიდებულს ხდის რუსულ ეკონომიკაზე.

თუმცა ეკონომიკურის გარდა, მძიმეა რუსული პოლიტიკის  ეფექტი მიგრაციაზეც. 570 ათასზე მეტი ვიზიტორი 6 თვეში და  რუსეთის 60 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელიც უკვე საქართველოში ცხოვრობს და საკუთარ ბიზნეს საქმიანობას ავითარებს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი