უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინამ იარაღებისა და 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო. 

მისი თქმით, ახლა პარტნიორებთან წარმოების გაფართოებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ აღჭურვილობისა და მოწინავე თავდაცვითი სისტემების წარმოების ლოკალიზებით, რომლებიც დღეს ფრონტზე შედეგებს იძლევა," - თქვა ზელენსკიმ.

ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზეც.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი