
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ მათი თავდაცვის ინდუსტრია რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარ სამიზნედ რჩება. შმიგალის თქმით, რუსული დაბომბვის შედეგად 37 საწარმო დაზარალდა.
"უცხოელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უცხოური კომპანიების მოზიდვა უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის ქვეყნის მოკლევადიანი და სტრატეგიული მიზანია. რუსეთის რეჟიმი უკრაინის დემილიტარიზაციაზე ოცნებობდა, თუმცა უკრაინა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებას ყოველთვიურად ზრდის," - თქვა შმიგალმა.
უკრაინის პრემიერმა კიევში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე ასევე აღნიშნა, უკრაინა გახდება ევროპაში სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის ახალი ცენტრი გახდება.
ასევე ნახეთ: