სახელმწიფოს და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ ბოიკოტს - დუმბაძე მწერლებზე

გამოქვეყნდა:

მწერალთა სახლის დირექტორი, "მთავარ არხთან"  სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ  მწერალთა სახლი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, 20 დღეში ქართული სტენდს ორგანიზებას  ვერ გაუწევს. 

ქეთევან დუმბაძე, პასუხისმგებლობას იხსნის და ბოიკოტში  მყოფ მწერლებს, სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებს.

"მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს. მითუმეტეს ამის გამოცდილება არ აქვს... მე პიროვნულად [ბოიკოტს] არ მიცხადებენ, სახელმწიფოს უცხადებენ, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას. ქეთი დუმბაძეს მათთვის არაფერი არასდროს არ დაუშავებია. მე ფულს ვერ გადავრიცხავ, თუ ხელშეკრულებას არ დავდებ, როგორც ხელმძღვანელი ორგანიზაციის . მე ეს თანხა მიდევს ანგარიშზე, მათ შეუძლიათ, რომ  ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ არ უნდათ" -  ამბობს ქეთევან დუმბაძე 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი წელს სავარაუდოდ არ იქნება. მიზეზი წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკა და მწერალთა სახლში ერთპიროვნულად დანიშნული მმართველია, რომელსაც მწერლები და გამომცემლები ბოიკოტს უცხადებენ. სწორედ ამ მიზეზით მათ უარი თქვეს ფრანკფურტში გამგზავრებაზეც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი