უკრაინა გახდება იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთ-ერთი მთავარი გლობალური მწარმოებელი - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში გამართული თავდაცვის მრეწველობის პირველი ფორუმი შეაჯამა. საღამოს ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი ფორმატით თავდაცვის ინდუსტრიების ალიანსს უკვე 38 მონაწილე ჰყავს 19 ქვეყნიდან. 

"ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ბულგარეთი, ავსტრალია, ბელგია, ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ასევე ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სლოვაკეთი, ესპანეთი, ხორვატია და ფინეთი.

ჩვენმა მწარმოებლებმა დღევანდელ ფორუმზე ხელი მოაწერეს 20 დოკუმენტს პარტნიორ კომპანიებთან... ყოველი ასეთი დოკუმენტი შემდეგ ხდება ახალი წარმოება, ან არსებული თანამშრომლობის გაძლიერება.

ზოგადად, 250-ზე მეტმა კომპანიამ, მათ შორის ათეულობით უკრაინულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ჩვენი თავდაცვის მრეწველობის ფორუმში  და ეს მხოლოდ პირველი ასეთი ფორუმია.

ჩვენი ქვეყანა გახდება იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთ-ერთი მთავარი გლობალური მწარმოებელი. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ამბიცია ან პერსპექტივა, ეს არის პოტენციალი, რომელმაც დაიწყო რეალიზება. მადლობას ვუხდი ყველას, ვისმა შრომამაც ასეთი შედეგები მოუტანა უკრაინას!" ამბობს ზელენსკი.

იხილეთ:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი