რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - დაშავდა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსეთმა ხერსონის ოლქში 10 საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. როგორც
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი, ალექსანდრ ტოლოკონიკოვი ამბობს, ქალაქ სტანისლავში 4 ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთი პირი კი ნანგრევებში მოყვა.

დღეს დილით დაიბომბა ხერსონის გარეუბნებიც. ბოლო კვირის განმავლობაში კი რუსმა ოკუპანტებმა რეგიონს 166 საჰაერო ბომბით შეუტიეს. ტოლოკონიკოვის შეფასებით, ხერსონში საჰაერო იერიშების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი