დიდუბე-ჩღურეთის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააჟღერა.
ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საბურთალოს ოლქში საერთო კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკია, ამ ოლქში მისი კონკურენტი "გირჩიდან" ზურა ჯაფარიძე იქნება. გარდა ამისა, მაჟორიტარობა მოძრაობა "ხალხისათვის" დამფუძნებელ ანა დოლიძესაც სურს. მათ, სავარაუდოდ, "ლელო საქართველოდან" დავით უსუფაშვილი შეურთდება.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: