
"ერთად ვიმოქმედოთ სტატუსისთვის", - საზოგადოებრივი ორგანიზაცია ''საქართველოს ევროპული ორბიტა'' და მისი დამფუძნებელი ნინო ლომჯარია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და ამჟამად ზუგდიდელებს ხვდება.
ნინო ლომჯარია ადგილობრივებს ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის და მათ კითხვებს პასუხობს. დისკუსიისას განიხილავენ სტატუსის მნიშვნელობასა და ასევე იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მოქალაქეებს ამ სტატუსის მისაღებად.
შეგახსენებთ, ნინო ლომჯარიამ მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა ბათუმში გამართა.