"ჩემი რაიონი აყვავების ზღურბლზეა" - "ოცნების" აგიტატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან

გამოქვეყნდა:

დარღვევები საარჩევნო უბნებზე - გუშინ გორი-კასპის ოლქში საარჩევნო უბნებთან მმართველი პარტიის აგიტატორები იყვნენ მობილიზებულნი და ე.წ სიებით ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.

რეგიონული მედიის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ადამიანები, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს სპეციალურ სიებში ინიშნავდნენ. ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენამ მათი გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა აგიტატორებს არ დაუმალავთ, რომ სიებში აღრიცხულ მონაცემებს მმართველ პარტიას გადასცემდნენ.

იმის მიუხედავად, რომ "ქართულ ოცნებას" ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან კონკურენტი არ ჰყავდა, ხმების მოსაგროვებლად საარჩევნო უბნებზე აგიტატორების მობილიზება მაინც დასჭირდა.

"მმართველ პარტიას მივეცი, ჩემი რაიონი აყვავების ზღურბლზეა. კმაყოფილი ვარ. მე არჩევნებში დავბერდი, შვილო, იქიდან მოყოლებული, რაც არჩევნებია. მე ენთუზიაზმზე ესე ვარ, რომ მინდა ვუბალეშიკო და ის დღე გამორიცხული მაქვს. მინდა ვიყო არჩევნებზე..." - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი