შაქარაშვილის საქმის სასამართლოზე დაცვის მხარე გაუთქმელობის მოხსნაზე შუამდგომლობას დააყენებს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მცხეთაში 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი იწყება. დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე გაუთქმელობის მოხსნაზე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.

არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხელაურის თქმით, თუ გაუთქმელობაზე პოზიცია შეიცვლება, საშუალება ექნებათ საქმეში არსებულ ახალ მასალებზე ღიად ისაუბრონ.

ბრეგვაძის გამოკითხვებიც და ბრეგვაძის მონაწილეობით ყველა საგამოძიებო მოქმედება არანაირად არ ადასტურებს იმ ბრალს, რაც დღეს პროკურატურამ წარადგინა, შესაბამისად, ალბათ ამიტომ არ მოხვდა იმ ვიდეორგლოში ბრეგვაძე და არაა მასზე ყურადღება გამახვილებული, - თქვა ზ,ხ-ს ადვოკატმა, გიორგი გელხელაურმა.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეში საჭირო ექსპერტიზის დასკვნა და ვიდეომასალა დევს, რომელზეც ბრალდებულების გადაადგილებაა ასახული. პროკურატურა სასამართლოსგან ექვსივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ელოდება.

ვთვლით, რომ წარგდენილი ბრალი არის თითიდან გამოწოვილი და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და ზოგად ფაქტობრივ გარემოებებს, აქედან გამომდინარე, ნ.ც-ს პოზიცია არის ის, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, - თქვა ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის პროცესი დღეს, 18 აგვისტოს მცხეთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. არასრულწლოვანთაგან 2-ს ბრალი დაუმძიმდა.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ჯამში საქმეზე დაკავებული 17 პირია, რომელებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი