თურქეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 90 ადამიანი დააკავეს. რეიდი 18 პროვინციაში ჩატარდა და სამიზნე "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" დაკავშირებული სტრუქტურების განადგურება იყო. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა მოხდა, რომლის დროსაც 20 სამიზნე გაანადგურეს. ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.