პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისთვის ასევე სჭირდება თანხმობა, ლოიალურები ვიყავით პოლარიზაცია რომ არ გაღრმავებულიყო - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის პასუხად, "ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციით, პრეზიდენტს წარმომადგენლობით უფლებამოსილებისთვის მთავრობის თანხმობა სჭირდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, თუმცა როგორც მდინარაძე ამბობს აქამდე "ლოიალური დამოკიდებულება იყო, რომ პოლარიზაცია არ გაღრმავებულიყო."

სხვათა შორის, ამაზე შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც [თამარ ჩუგოშვილს]. წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კონსტიტუციის თანახმად, სჭირდება მთავრობის თანხმობა, დიახ, ქვეყნის შიგნითაც. აქამდე ქვეყნის გარეთ ის ითხოვდა, ქვეყნის შიგნით არც ითხოვდა. დიახ, მათმა პოზიციამ, რომელიც ერთ ნაწილში იყო ოდნავ რელევანტური, შეიძლება ახალი პრაქტიკა მოგვცეს, რომ თუკი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ქვეყნის შიგნით, დიახ, ამას ასევე სჭირდება თანხმობა. 

ეს გუნდთან ნამდვილად არ გამივლია, მე როგორ ერთი იურისტი, ასე მიმაჩნია, არ ვიცი. შეიძლება სხვა პოზიცია წარადგინონ ჩვენებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ არ მგონია. დიახ, მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება თანხმობა, ყოველ შემთხვევაში ასე წერია კონსტიტუციაში. აქამდე თუ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, იმასაც კი არ აქცევდა ვინმე ყურადღებას, თუ რა პოზიციები ჰქონდა, ლოიალური, რბილი დამოკიდებულება ჰქონდა მთავრობას, რომ პოლარიზაცია არ გაღრმავებულიყო, შეიძლება ახლა ჩვენ დავდოთ პრეცედენტი, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, სჭირდება თანხმობა." თქვა მდინარაძემ

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს მიმდინარე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ  მთავრობას სადავო არ გაუხდია პრეზიდენტის შეუთანხმებელი შეხვედრები ქვეყნის შიგნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი