შეიძლება იყოს პერსპექტიული, უკეთესი მდგომარეობა და მდებარეობა - ბურჭულაძე ვაზიანში, აეროპორტის მშენებლობაზე

გამოქვეყნდა:

რადიკალური პოზიცია, რომ აქ არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს. მოისმინეს პარლამენტის წევრებმა თავდაცვის ძალების პოზიცია. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა და მდებარეობა - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვაზიანში, სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

"მე როგორც ვიცი, 2024 წელს იქნება დაქირავებული შეფასება, მათ შორის, რა თქმა უნდა სამხედრო თვალსაზრისით, გარემოზე ზემოქმედების, ინფრასტრუქტურის, რა ბენეფიტი თუ უარყოფითი შეიძლება მოუტანოს ამან ქალაქის ურბანისტიკას და ა.შ." თქვა ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრი ამ საკითხზე განმარტებებისთვის  პარლამენტში ოპოზიციამ დაიბარა. ბურჭულაძე თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა. 

ვაზიანში, სამხედრო ბაზასთან ახლოს, სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის შესახებ განცხადება "ოცნების" პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი