ყვარელში მომხდარი მკვლელობის დეტალები - დაჭრილია კიდევ ერთი პირი

გამოქვეყნდა:

ჭიკაანში მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სავარაუდო ბრალდებული და მოკლული პირი თანასოფლელებთან ერთად ქეიფობდნენ. ცნობილი ხდება, რომ კიდურების არეში დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომლის სიცოცხლესაც ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულს კი წინ ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა.

მკვლელობა ყვარელში გვიან ღამით მოხდა. სავარაუდო დამნაშავე ყოფილი პოლიციელი - თემურ ოთინაშვილია, მოკლული კი 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი. სანადირო თოფიდან გასროლით მიყენებული ჭრილობები მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. 

მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, რომელსაც ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი