საპატრიარქოს პასუხისმგებლობის აღების შემდეგ გელათში მდგომარეობა არ შეცვლილა, მეტიც, დამძიმდა - ბარათაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის  მიერ პირად   კონტროლზე   აყვანილი გელათის მონასტრის  განადგურება  გრძელდება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში  ფრესკებიდან ფრაგმენტები სისტემატურად ცვივა. კადრებს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენია სახლი" ავრცელებს. 

თორნიკე ბარათაშვილის თქმით, კულტურის სამინისტროს მიერ, გელათის საპატრიარქოსთვის გადაბარებიდან 7 თვის თავზე, ფერწერის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. 

"საპატრიარქოს პასუხისმგებლობის აღების შემდეგ გელათში მდგომარეობა არ შეცვლილა, მეტიც, შეიძლება ითქვას რომ დამძიმდა. ჩვენ ამას ყოველდღიური გამოხატულების სახით ვპოულობთ გელათში. გაფხვიერებული და ჩამოყრილი ფრესკების სახით. დამძიმებულია ასევე საკურთხევლის აფსითში არსებული უნიკალური მოზაიკის მდგომარეობა და ეს არის ყოველდღიური გამოხატულება რაც შედეგია იმ პოლიტიკის, რომელსაც აწარმოებდნენ კონკრეტულად გელათში და რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნების ხელისუფლება მთლიანად კულტურის და ძეგლთა დაცვის სფეროში'' - ამბობს ბარათაშვილი.

პრობლემები რომ მძიმეა, ამას ადასტურებენ საერთაშორისო ექსპერტებიც.  15 ივლისს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები და არქეოლოგები მონაწილეობდნენ. როგორც მაშინ მათ თქვეს, განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს საჭიროებდა გადახურვა, მხატვრობა და მოზაიკა.

შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საპატრიარქომ წულუკიანის სამინისტროსგან თებერვალში გადაიბარა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი